დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ საკვირაო ქაგადებისას არმენოფობიური განცხადება გააკეთა.

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი რას ამბობს? — რა გავცე, რის გავცეო. მის მერე დაანებეს, შოთა რუსთაველი აშოტ რუსთაველი, ეს რომ გაიგეს, არა, არა, ეს ჩვენი არ არისო.

მე ვიყავი იმ ბიჭებთან, იმ სისტემაში მართლა ვაჟკაცები იყვნენ და კომუნისტებთან ვერ ვმეგობრობდით, კომკავშირელთან რატომ ვიმეგობრებდით, აფერისტები იყვნენ და ამ ქურდულ წრეში გვქონდა... იქ პირველი მოთხოვნილება იყო, ავადმყოფს ნახულობთო? პატიმარს ნახულობთო? რას ლაპარაკობ? რა წილში? რატომ გაყარა სააკიანმა იქიდან ის ქურდები, იცით? ჯერ ერთი, წილს ართმევდნენ, მერე მეორე, სამართალს... ახლა ზოგიერთი რელიგიური ადამიანი არ ამბობს სამართალს, ისინი, ვინც იყვნენ ნამდვილი და ჩაცხრილეს, ამბობდნენ სამართალს. მოიშორეს, გაუშვეს. შენ ვინ გეკითხება? იმას აქვს ის იდეა, თავისი იდეა აქვს. აი, მაგალითად, იაღოველს [იეჰოვას მოწმე] თავისი იდეა აქვს, არასწორია მაგრამ. ამას თავისი იდეა აქვს, ხომ?", — თქვა დეკანოზმა 24 იანვარს ქადაგებისას.

თადეოზ სარალიძე ანტისემიტური გამონათქვამებითაც გამოირჩევა. 24 იანვრის ქადაგებისას მან ბავშვებზე თქვა, რომ მთავარია ისინი ეკლესიის ერთგულები და პატიოსნები იყვნენ, სხვა შემთხვევაში სასულიერო პირი ფიქრობს, რომ ჯობია პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს.

ის, ასევე, კორონავირუსის ვაქცინააციის წინააღმდეგ ქადაგებს და მოსახლეობას მოუწოდებს, აცრა არ გაიკეთოს.