ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილზე და იაგო ხვიჩიაზე მხოლოდ რომელიმე კომედი შოუში ისაუბრებს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე, რომ ნიკა მელია გირჩისა და სხვა ოპოზიციური პარტიების შერიგებას ცდილობდა.

"ჩემი პოზიცია არის, რომ ვახოზე, იაგოზე და, აი, ამ კომპანიაზე, მხოლოდ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ. რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, სიამოვნებით მოვყვები ჩემს შთაბეჭდილებებს და აქ არა", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გუშინ, 25 იანვარს განაცხდა, რომ ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან მას "ცუდი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მელია "დაემუქრა კიდეც".

გაიგეთ მეტი: