პატრიოტთა ალიანსის სიით საქართველოს პარლამენტში შესული ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს სესიაში მონაწილეობით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი თქმით, იგი ერთადერთი წარმოამდგენელია პარლმანეტის "კონსტრუქციული ოპოზიციის" მხრიდან საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც ევროპის საბჭოს სესიაში მონაწილეობს.

"მოგეხსენებათ, მე ვარ ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის კონსტრუქციული ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც ევროპის საბჭოს სესიაში ვიღებ მონაწილეობას ევროპელი სოციალისტების პარტიის სახელით. აქ ყოფნისას უფრო მეტად დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, შეწყვიტოს ბოიკოტი და ჩაერთოს საპარლამენტო საქმინობაში, სხვა შემთხვევაში "ოცნება" კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებს და ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან საზიანო", — განაცხადა მან.

ინჯიას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოხსენებაში უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ელოდა, ვიდრე გაჟღერდა.