დეკანოზი თადეოზ სარალიძემ ქადაგების დროს თქვა, რომ უმჯობესია ბავშვი პატარა მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და "უმაქნისი" იყოს.

"ახლა აშინებენ [ბავშვებს], რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებს ბაბუ. თუ არადა, თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ სჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?", — ამბობს დეკანოზი ქადაგებისას.

აღსანიშნავია, რომ დეკანოზი თადეოზ სარალიძე ანტისემიტური, არმენოფობიური გამონათქვამებითაც გამოირჩევა. ის, ასევე, კორონავირუსის ვაქცინააციის წინააღდმეგ ქადაგებს და მოსახლეობას მოუწოდებს აცრა არ გაიკეთოს.