ალა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმისშვილს უვლის და რვა კატასთან ერთად ცხოვრობს, უკვე 67 წელია ქირურგია. ალა 89 წლის არის.

ფოტო: Alexander Ryumin/TASS

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მის სახელზე 10 000-ზე მეტი ოპერაციაა და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზირდება.

ფოტო: Image credits: Alexander Ryumin/TASS

ფოტო: Barcroft Media

"იყო ექიმი, ეს მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ცხოვრების სტილია. ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ, მე რომ ამ საქმეს თავი დავანებო, ვინღა გააკეთებს ოპერაციებს?", - ამბობს ალა.

აღსანიშნავია, რომ ალა ახლაც აქტიურად მუშაობს და დღეში მინიმუმ ოთხ ოპერაციას უძღვება.

ფოტო: Alexander Ryumin/TASS

"ვერ გეტყვით, რა არის ჩემი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. ვჭამ ყველაფერს, ემოციებს არ ვიკავებ და ვიცინი ძალიან ბევრს. ასევე ძალიან ბევრს ვტირი", - უთხრა ერთ-ერთ ჟურნალისტს ალამ.