გლენ ქლოუზისთვის ოსკარის მოპოვება მთავარი პრიორიტეტი, როგორც ჩანს, არ არის. Variety-ის ინტერვიუების სერიის ბოლო ეპიზოდში, რომელიც ორ მსახიობს შორის დიალოგის ფორმატში იმართება, პიტ დევიდსონმა გლენ ქლოუზს ოსკარის ნომინაციებზე ჰკითხა და მსახიობისგან ხუმრობანარევი პასუხი მიიღო.

"იქნებ უკეთესიცაა, თუ ოსკარი არ გაქვს. ალბათ, ბოლოს ბორბლებიან ეტლში ჩამჯდარს გამომიყვანენ, ჯილდოს დამსახურებისთვის ისე გადმომცემენ და მეც სამადლობელი სიტყვის თქმაც არ მომიწევს. არ მაქვს პრობლემა, დავიფარებ ჭაღარა პარიკს, რათა ჩემი მელოტი თავი დავფარო და ეგაა", — იხუმრა გლენ ქლოუზმა და დაამატა — "არც კი ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ ჩემი საქმის კარგად კეთებას განვაგრძობ. საქმით კმაყოფილება კეთების პროცესშია, თუმცა სასიამოვნოა ისიც, როდესაც სხვებსაც მოსწონთ ეს და გაღიარებენ".

მისი ბოლო ფილმის The Hillbilly Elegy-ს ნახვა ნეტფლიქსზე შეგიძლიათ. თუ გლენ ქლოუზს ამ როლისთვის წელს ოსკარზე წარადგენენ, ეს უკვე მისი მერვე ნომინაცია იქნება. პირველი ნომინაცია 1983 წელს, The World According to Garp-ში შესრულებული როლისთვის მიიღო, ჯერჯერობით ბოლო კი 2019 წელს The Wife-ში შესრულებული მთავარი როლით.