შემდეგი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მოგვიწევს, დაწყებითი განათლების გახსნაა — გახარია
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვაჭრობის გახსნის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მისცემს შესაძლებლობას და ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცილდება, დაწყებითი განათლების დაწესებულებები გაიხსნება.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 1 თებერვლიდან მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ვაჭრობას სრულად ვხსნით. შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის, რა თქმა უნდა, განათლების და პირველ რიგში, დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ავამოქმედოთ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო ცხოვრების, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ასევე, განაცხადა, რომ სკოლების გახსნა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე და იმ კონკრეტულ კრიტერიუმზე, რომელიც მოიაზრებს 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-მდე შემცირებას.
თბილისის, რუსთავისა და ქუთაისი გარდა საქართველოს მასშტაბით სკოლების გახსნა 1 თებერვლიდან იგეგმება, აღნიშნულ ქალაქებში კი მთავრობამ სკოლების გახსნა 1 მარტამდე გადადო.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრომ სასწავლო დაწესებულებების პირობების გაუმჯობესებაზე იმუშავეს. მისივე თქმით, აუდიტი განმეორებითაც ჩატარდა და დარწმუნებულია, რომ შემდგომი ვიზირებისა და შემოწმების შემდეგ იქ ყველა ის დამაკმაყოფილებელი საჭიროება იქნება, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები