კატები ერთმანეთისგან როგორც ზომებით და ფორმებით, ისე ხასიათით განსხვავდებიან: ზოგიერთი ბრაზიანია, ზოგიც მეგობრული, არიან ისეთი კატებიც, რომლებსაც ცხოვრება საერთოდ არ უხარიათ, ზოგიერთს კი თამაშით მთელი სახლის აკლება შეუძლია.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ხასიათის პატრონია ბარნაბი, სპარსული კატა, რომელიც მარტივად თუ ვიტყვით, უჟმურია, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეგზისტენციალური კრიზისის ზღვარზეა.

ფოტო: barnaby_persian

ან შეიძლება, უბრალოდ პანდემიამ დაღალა და გარეთ თამაშს ნატრობს.

ფოტო: barnaby_persian

ნეტავ, ნიკოტინდამოკიდებულიც პანდემიის გამო გახდა?!

ბარნაბი: თუ ჩემს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, კიბიდან დავგორდები!

ფოტო: barnaby_persian

როგორც ჩანს, მისი მოთხოვნა პატარა დაიკოს მოყვანა სულაც არ იყო.

რაც არ უნდა იყოს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მისი მუდამ უჟმური სახის მიზეზი ცუდი ვარცხნილობა ნამდვილად არ არის.

ფოტო: barnaby_persian