უცხოენოვანი ფილმები, რომლებსაც წელს ოსკარზე მოხვედრის შანსი აქვს
მართალია, ოსკარები ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოებაა, თუმცა უკვე მრავალი წელია, მისი მოოქროვილი ქანდაკება მთელ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პრიზად ითვლება. შესაბამისად, ჰოლივუდელ კინოხელოვანებთან ერთად ყოველწლიურად ათეულობით ქვეყანაში განსაკუთრებულად ელიან ფინალისტების გამოცხადებას, რათა გაიგონ, მათი წარმომადგენელი კინოსურათი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ხომ არ მოხვდა. მეტიც: გასულ წელს სამხრეთკორეელმა ბონგ ჯუნ ჰომ თავისი ფილმით პარაზიტი დაამტკიცა, რომ არაინგლისურენოვანი ნამუშევარი მთავარ კატეგორიებში გამარჯვებულიც კი შეიძლება გახდეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის სახელწოდება შეიცვალა საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმულირებით — როგორც ამ ცვლილების აუცილებლობა განმარტეს, სიტყვა უცხო(ენოვანი) დანარჩენ სამყაროს ამერიკული კინოსამყაროსგან მეტისმეტად გამოყოფილად წარმოაჩენდა, ამიტომ მათ ის საერთაშორისოთი ჩაანაცვლეს.
საინტერესოა, რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ წლევანდელ დაჯილდოებაზე. თუმცა მანამდე შეგვიძლია, ის რამდენიმე სავარაუდო ფილმი დავასახელოთ, რომელთაც სწორედ ამ კატეგორიაში წელს ფინალისტებს შორის მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ქართველი მკითხველისა და მაყურებლისთვის რაც ყველაზე ყურადსაღებია, მათ შორისაა ქართული ფილმიც: დეა კულუმბეგაშვილის დასაწყისი, რომელიც არაერთი კინოკრიტიკოსის ფავორიტად დასახელდა.
წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებსაც ისეთი გავლენიანი უცხოური გამოცემები, როგორებიცაა Variety, IndieWire თუ Deadline, წლევანდელ ოსკარებზე საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მთავარ კანდიდატებად მოიაზრებენ:
- თომას ვინტერბერგის თრობა (Another Round) — დანია;
- ხრისტოს ნიკუს ვაშლები (Apples) — საბერძნეთი;
- დეა კულუმბეგაშვილის დასაწყისი — საქართველო;
- ფერნანდო ფრიასის ამიერიდან აქ აღარ ვარ (I’m No Longer Here) — მექსიკა;
- ჩანგ მონგის მზე (A Sun) — ტაივანი;
- აგნიეშკა ჰოლანდის შარლატანი (Charlatan) — ჩეხეთი;
- ალექსანდერ ნანაუს კოლექტივი (Collective) — რუმინეთი;
- ხაირო ბუსტამანტეს ლა ლორონა (La Llorona) — გვატემალა;
- სტეფანი შუასა და ვერონი რეიმონდის ჩემი პატარა და (My Little Sister) — შვეიცარია;
- ანდრია კონჩალოვსკის ძვირფასო ამხანაგებო! (Dear Comrades!) — რუსეთი.
წელს სულ 93 ქვეყნიდან გაგზავნილი ამდენივე სრულმეტრაჟიანი ფილმი იბრძოლებს, რომ საუკეთესო საერთაშორისო კინოსურათის ტიტული მოიპოვოს. კინოაკადემია საბოლოო ნომინაციების გამოცხადებამდე 9 თებერვალს ამ კატეგორიაში 15 ფინალისტს დაასახელებს: მოკლე სია, რომლიდანაც შემდეგ 5 საბოლოო კანდიდატი შეირჩევა.
როგორც უკვე ცნობილია, ოსკარების წლევანდელი ცერემონია პანდემიის გამო გადაიდო: ის 28 თებერვლის ნაცვლად ორი თვით გვიან, 25 აპრილს გაიმართება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები