დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში Covid-19-ით გარდაცვლილთა 43%-ს 70 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტები შეადგენდნენ. NCDC-ის ანგარიშის ერთი წელი Covid-19-თან ერთად მიხედვით, გარდაცვლილთა 30% 70-79 წლის, ხოლო 27% 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტები იყვნენ.

ფოტო: NCDC

NCDC-ის მე-5 ანგარიშის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის სქესის მიხედვით 55,4%-ს კაცები, ხოლო 44,6%-ს ქალები შეადგენდნენ. მონაცემები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლითაა ასახული.