2020 წლის განმავლობაში Covid-19-ით 62 მედპერსონალი გარდაიცვალა, რაც სამედიცინო პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 0,4%-ს შეადგენს. NCDC-ის ანგარიშის, ერთი წელი Covid-19-თან ერთად, მიხედვით, 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 71%-ს შეადგენს.

ფოტო: NCDC

"მედპერსონალის ლეტალური შემთხვევების უმეტესი წილი (90%) ფიქსირდება სამედიცინო დაწესებულებაში. რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 64.5% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო", — ნათქვამია ანგარიშში.

ფოტო: NCD

NCDC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები. მათივე თქმით, სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები 24 გარდაცვლილს (38.7%) აღენიშნებოდა, მათ შორის უმეტეს წილს კი კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდნენ.

ფოტო: NCDC

ფოტო: NCDC