საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია გაიმართა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მთავრობს კანცელარიასთან აქცია გაიმართა.
"ტრანსპორტი ყველას, ჯანდაცვა ყველას, განათლება ყველას", — სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
"მე მქონდა მწირი სამუშაო. 400 ლარიანი ხელფასი, ნახევარი ბანკში რომ უნდა დატოვო. ოჯახები რომ არ მეხმარებოდნენ, მე ახლა აქაც ვერ მოვიდოდი. აქ მოსასვლელი ფულიც არ მქონდა", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"მთავრობამ კეთილი ინებოს, აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე და იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ თავიდან აირიდოს ის მოვალეობა, რაც მას აქვს, იზრუნოს იმაზე, რომ არ გავრცელდეს ვირუსი და ამავდროულად არსებობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ისე, როგორც მოიქცა უამრავი ქვეყანა და ამის უამრავი გამოცდილება დაგვროვდა უკვე. არის მაგალითი, როდესაც ტრანსპორტის რაოდენობა გაიზარდა, რომ ბევრი ადამიანი არ მოხვდეს ერთდროულად; არის შემთხვევები, როდესაც ნახევარის შევსება არის მხოლოდ შესაძლებელი", — ამბობს On.ge-სთან საუბარში აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციაზე იმყოფებოდა მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე. ქვეყანა უნდა გაიხსნას — ეს არის ანა დოლიძის მთავარი მოთხოვნა.
"ფაქტია, რომ ეს თემა ადარდებს ყველა სეგმენტს, ჩვენი საზოგადოების და ფაქტია, რომ საზოგადოებაში არის კონსენსუსი — ქვეყანა უნდა გაიხსნას. პირველ რიგში ეს ეხება ტრანსპორტს, ეს ეხება განათლების სისტემას, ეს ეხება მთის კურორტებს, რომელთაც ერთი თვეღა დარჩათ, რომ რაღაცა საჭმელი ჭამონ მთელი წელი, ეს ეხება სარესტორნო ქსელებს და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველაფერი მოხდეს გონივრულად", — განაცხადა ანა დოლიძემ.
კორონავისრუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხნსნის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიის გარდა დღეს აქციები გაიმართა პარლამენტთან და განათლების სამინისტროსთან.
22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილი რამდენიმე კვირით გახანგრძლივდება. კერძოდ, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 1-ელ მარტამდე არ აღდგება. 1-ელ მარტამდე რჩება ძალაში ე.წ. კომენდანტის საათიც.
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
კომენტარები