რუსეთსა და ცივილურ სამყაროს შორის ომი მიმდინარეობს — უკრაინელი დეპუტატი PACE-ში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) უკრაინის რადის დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო დელეგატებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ რუსეთისთვის უფლებამოსილების არცნობის საკითხს. PACE-ში გამოსვლისას უკრაინელი დეპუტატი ხშირად საუბრობს რუსეთის აგრესიაზე.
"მინდა მივმართო ყველას, ვინც არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. დაფიქრდით და გაიაზრეთ ერთი რამ, რუსეთსა და ცივილურ სამყაროს შორის ომი მიმდინარეობს", — აღნიშნა გონჩარენკომ.
მან ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლუკაშენკოს დიქტატურას ვლადიმერ პუტინი უჭერს მხარს. გარდა ამისა, მას უკრაინასა და საქართველოში რუსულ აგრესიასაც გაუსვა ხაზი.
"საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა შეიცვალა? არაფერი. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს ქართველ მეგობრებს. ამაში ვინაა დამნაშავე? პუტინი. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების დღიდან 13 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული. ამ წელსაც ისინი კვლავ კლავენ ადამიანებს და ომი არ დასრულებულა. და ვინ წარმართავს ამ ომს? პუტინი.
რუსეთის ფედერაციის შიგნით რას ვხედავთ.? ნავალნის საქმეს. 21-ე საუკუნეში ისევ ქიმიური იარაღი ოპოზიციონერის მოსაკლავად. პრეზიდენტი თვითონ კლავს მათ, ვინც მის წინააღმდეგაა", — აღნიშნა გონჩარენკომ.
უკრაინელი დეპუტატი ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეჩერება აუცილებელია, რადგან ისინი არა დელეგატები, არამედ პუტინს "მკვლელობებსა და კორუფციაში" ეხმარებიან.
დღეს, 25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) რუსეთისთვის უფლებამოსილების არცნობის საკითხი დააყენეს. აღნიშნული ინიციატივით ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარია მეზენცევი გამოვიდა.
მეზენცევას თქმით, რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უფლებამოსილების გასაჩივრებას მხარი 38 დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 61, ხოლო 51-მა თავი შეიკავა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციამაც.
რუსეთის დელეგაციის საკითხი ორ დღეში გადაწყდება.
2019 წლის ზაფხულში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ასამბლეაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ასამბლეის სხდომაზე მიღებულმა რეზოლუციამ ცვლილებები შეიტანა PACE-ს რეგლამენტშიც, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს დელეგაციებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას.
ყირიმის ანექსიის გამო PACE-მ 2014 წელს რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციამ სანქციები გაახანგრძლივა, რის გამოც რუსეთმა ასამბლეის სესიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2017 წლიდან რუსეთმა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო შენატანის გაკეთება შეწყვიტა.
ხმის უფლების ჩამორთმევის გარდა რუსებს არ შეეძლოთ PACE-ში მომხსენებლობა, სხვა ქვეყნებში არჩევნებზე დამკვირვებლობა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასამბლეას წარდგენა. ამასთანავე, მათ PACE-ში წამყვანი პოზიციების დაკავება ეკრძალებოდათთ.
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
კომენტარები