უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას, რადგან ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მტერია. როგორც გამოცემა Unian წერს, ამის შესახებ მინისტრმა ერთ-ერთ ტელეარხთან განაცხადა.

გარდა ამისა, კულებამ დაამატა, რომ უკრაინის ინტერესების კუთხით მოსახლეობა ალექსეი ნავალნით არ უნდა "მოიხიბლონ". მისი თქმით, რუსეთის ყირიმისის ანექსიის გამო ბოდიშის მოხდა მოუწევს.

"ბოდიშის მოხდაც მოუწევს რუსეთის აგრესიის გამო, თუ ისე მოხდა, რომ რაღაც პერსპექტივაში დემოკრატიული არჩევნების გზით ნავალნი რუსეთის ლიდერი გახდება ან სისტემაში რაიმე პოლიტიკურ ადგილს დაიკავებს. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია. ამიტომაც, თუ ნავალნი პუტინის მტერია, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. ყველაფერი მარტივადაა", — განაცხადა კულებამ.

გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მას პირობითი მსჯავრის დარღვევას ედავებიან. რუს ოპოზიციონერს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ნავალნის დაკავების გამო რუსეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. ყველაზე მასშტაბური იყო მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. არასანქცირებულ აქციაზე გასული დემონსტრანტები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ხელკეტებს იყენებდა. სამი ათასამდე პირი კი დააკავეს.