უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სასურველი ინფორმაციის მოძებნა Google-ში მობილურიდან უფრო მარტივი გახდეს. Google მობილურის ვერსიის ვიზუალურ მხარის გადაკეთებაზე მუშაობს, რაც მომხმარებლებს დაეხმარება უფრო სასურველი ინფორმაციის მოძიებაში და ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციას.

ძიების შედეგის გვერდები ახლა უფრო დიდი ტექსტებითა და ნაკლები ჩრდილებით გამოჩნდება. Google ეცდება უფრო მიზნობრივად გამოიყენოს ფერები იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება გაამახვილოს იმ ინფორმაციაზე, რაც თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. Google ფიქრობს, რომ ახალი ვერსიის გამოყენებისას უფრო სწრაფად უნდა შეამჩნიოთ და იპოვოთ ის, რასაც ეძებთ.

Google-ის მიხედვით, საძიებო სისტემის განახლებული მობილური ვერსია თქვენს სმარტფონებში "უახლოეს დღეებში" გამოჩნდება.

Google აშკარად აცნობიერებს იმას, რომ საძიებო სისტემის მობილურის ვერსია უნდა იყოს გაცილებით სწრაფი. ლამაზ გრაფიკებს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, როდესაც ცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მიაგნოთ ყველაზე რელევანტურ ბმულს. შესაბამისად, საძიებო სისტემის მობილური ვერსია მით უფრო წარმატებული იქნება, რაც უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ მის ყურებაზე.