NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 32% პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 28% კარგად, ხოლო 13% ცუდად. კვლევაში სხვა შეფასებები ასე გადანაწილდა:

  • ძალიან კარგად — 3%;
  • ძალიან ცუდად — 4%;
  • არ ვიცი — 4%;
  • უარი პასუხზე — 2%.

ამასთან, ახალი კვლევის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას კარგად მხოლოდ 21% აფასებს, 27% — საშუალოდ, ხოლო 22% — ძალიან ცუდად. სხვა შეფასებები ცესკოს მიმართ ასე გადანაწილდა:

  • ძალიან კარგად — 3%;
  • ძალიან ცუდად — 9%;
  • არ ვიცი — 16;
  • უარი პასუხზე — 2%.

რაც შეეხება პარლამენტს, გამოკითხული მოსახლეობის 36% მას აფასებს საშუალოდ, 27% — ცუდად, ხოლო 14% — კარგად. სხვა გადანაწილება ასეთია:

  • ძალიან კარგად — 1%;
  • ძალიან ცუდად — 7%;
  • არ ვიცი — 13%;
  • უარი პასუხზე —2%.

ფოტო: NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 34% აფასებს საშუალოდ, 23% — ცუდად, ხოლო 12% — კარგად. სხვა გადანაწილება ასეთია:

  • ძალიან კარგად — 2%;
  • ძალიან ცუდად — 12%;
  • არ ვიცი — 13%;
  • უარი პასუხზე — 2%.

სასამართლოების საქმიანობას საშუალოდ აფასებს 30%, 22% — ცუდად, 12% კი კარგად. სხვა გადანაწილება ასეთია:

  • ძალიან კარგად — 1%;
  • ძალიან ცუდად — 7%;
  • არ ვიცი — 27%;
  • უარი პასუხზე — 2%.

კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ა. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

ასევე წაიკითხეთ: