NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია — სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა/ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა და კორონავირუსი.

კითხვარის თანახმად, გამოკითხულს მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დონის სამი საკითხი უნდა დაესახელებინა.

ფოტო: NDI

NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.