მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავარი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია — NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 46%-სთვის მთავარი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მთავარ ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 37% სიღარიბეს ასახელებს, 31% — ფასების ზრდასა და ინფლაციას, 22% — ტერიტორიულ მთლიანობას. პირველად, 2009 წლის შემდეგ ხუთეულში შევიდა განსხვავებული საკითხიც და ეს კორონავირუსი აღმოჩნდა — გამოკითხულთა 16%-ის აზრით, მთავარი ეროვნული საკითხი ხწორედ Covid-19-ია.
ამავე კვლევაში ჩანს, რომ სამუშაო ადგილების პრობლემა უფრო მწვავედ სოფლებში დგას — აქ გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ მთავარი ეროვნული საკითხი სამუშაო. ადგილებია. ქალაქებში ეს რიცხვი 44%, ხოლო თბილისში 42%-ია.
NDI დაინტერესდა, როგორია ეს მაჩვენებელი სხვადასხვა პარტიის ამომრჩეველში და აღმოჩნდა, რომ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები მთავარ ეროვნულ საკითხად სწორედ სამუშაო ადგილებს მიიჩნევენ. თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერებში იგივე პროცენტული მაჩვენებელი აქვს სიღარიბეს. ამასთან, სამუშაო ადგილებს ყველაზე მაღალი პროცენტი (51%) იმ ადამიანებში აქვს, ვინც არ დაასახელა პარტია, რომელსაც მხარს უჭერს.
NDI-ს კვლევაში გამოყოფილია ეკონომიკური პრობლემებიც. კითხვას — რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? — გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობს, რომ უმუშევრობა (59%), მეორე ადგილზეა ფასების ზრდა და ინფლაცია (45%), ხოლო მესამეზე — სიღარიბე (28%). ხუთეულში შედის ლარის გაუფასურება (27%) და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%).
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ა. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები