თბილისის მერია ოჯახებს შენობაში უკანონოდ შეჭრაში ადანაშაულებს და ფართების დაცლას მოითხოვს
თბილისის მერია რამდენიმე ოჯახს ჩუბინაშვილის ქუჩა 52-სა და კონსტიტუციის ქუჩა 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში უკანონო შეჭრაში ადანაშაულებს. ჩუღურეთის რაიონის გამგებელის ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, საუბარია შენობაზე, რომლის პრივატიზაცია სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნისთვის მოხდა და რომელიც დღეს უკვე კერძო საკუთრებას წარმოადგენს. ჩიკვილაძის ცნობით, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართები და ფულადი კომპენსაციები მიღებული აქვთ.
"რასაკვირველია, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში დევნილ მოსახლეობას, სტატუსის მქონე მოსახლეობას, რომლის წინაშე სახელმწიფომ შეიძლება ითქვას, რომ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. მათთან ერთად უკანონოდ არიან აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობაში [დევნილის] სტატუსის არ მქონე მოქალაქეებიც, რომლებიც, ასევე, უკანონო იმყოფებიან შენობაში და არღვევენ კანონს", — აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დევნილთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად არაერთხელ შეხვდნენ ამ ოჯახებს და განუმარტეს, რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხვის საკუთრებას არ დატოვებდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს აშკარა კანონდარღვევასთან, ჩვენთვის მაინც პრიორიტეტულია, არცერთი ადამიანი ღია ცის ქვეშ არ დარჩეს და რასაკვირველია, ვითვალისწინებთ იმას, რომ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ. შესაბამისად, ყველა ამ ოჯახს, მათ შორის წერილობითაც მიეცათ განმარტება. ასევე, შეპირება, რომ ისინი გარეთ არ დარჩებიან და ქირით უზრუნველყოფილი ფართები ექნებათ. შესაბამისად, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მოიძიეს ფართები, სადაც შეიძლება აღნიშნული ოჯახები გადავიყვანოთ", — განმარტავენ თბილისის მერიაში.
ისინი, ასევე, აცხადებენ, რომ კომპანია, რომლის საკუთრებასაც აღნიშნული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს, გამოთქვამს სურვილს ფინანსური დახმარება გაუწიოს იმ ოჯახებს, რომელთაც ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ.
"თბილისის მერია მზად არის ყველა არსებული სოციალური პროგრამით დაეხმაროს აღნიშნულ ოჯახებს. ასევე, ვუქირაოთ ბინები, რათა უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტს ხელი არ შეეშალოს — ცენტრ პოინტის დაზარალებულების დახმარებას და მათთვის იმ კუთვნილი ფართების გადაცემას, რომელსაც მრავალი წელია უიმედოდ ელოდნენ", — ამბობს ზურაბ ჩიკვილაძე.
მერია ზემოთაღნიშნულ ოჯახებს მოუწოდებს ქონებისა და ფართების დაცლა მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების შესაბამისად დაუყოვნებლივ დაიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებს მიმართავენ.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები