დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი პროგნოზით, კიდევ ერთი წელი გარკვეული რეგულაციებით მოგვიწევს ცხოვრება. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"ჩემი პროგნოზით, ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით. პირველ რიგში პირბადე, დისტანცია. ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ დაბადების დღეებზე", — თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვას, პირველი მარტიდან ნამდვილად მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი, გამყრელიძე პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება თებერვალი.

გამყრელიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ მისი პროგნოზით, ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და სავარაუდოდ, იქცევა სეზონურ ან უფრო სუსტ ვირუსად, რომელზეც სეზონური ვაქცინაცია იქნება საჭირო.

"თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, მომავალი წლის გაზაფხულზე, დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ. მაგრამ ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციის და ამ ჰიგიენური პირობების დაცვა, ამან გარკვეულად გრიპსაც უშველა, გრიპი წელს არ გვაქვს. ჩვენთან უკვე 75%-ზე ავიდა პირბადის ტარება და 95%-ზე თუ ავიყვანეთ, ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტის პროგნოზით, მხოლოდ ამით მაისისთვის დღეში გვექნება 7-დან 30-40 შემთხვევამდე, მეტი არა, მხოლოდ თუ პირბადე გავაძლიერეთ, გარკვეულ მცირე შეზღუდვებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ვაქცინა სერიოზულ გარღვევას შეიტანს და ალბათ, ამ წლის შუაში პირდაპირმოქმედი წამალიც იქნება", — განაცხადა გამყრელიძემ.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. შეზღუდვების ნაწილი სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროსა და განსხვავებული პირობებით უქმდება. კერძოდ.