ნახეთ ფოტოები და ვიდეოები ნავალნის მხარდასაჭერი აქციებიდან
23 იანვარს რუსეთის 200 ქალაქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა. დემონსტრანტები საკუთარი პოზიციის გამოსახატად დაბალ ტემპერატურასა და პოლიციის მხრიდან ძალადობას არ უშინდებოდნენ.
რუკაზე დატანილი აქციები აჩვენებს, რამდენად მასშტაბური იყო პროტესტის ტალღა: ვლადივოსტოკიდან კალინინგრადამდე (დისტანცია 10 000 კილომეტრია), ციმბირიდან სოჭამდე.
ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს, რის შემდეგაც ის გერმანიაში ცხოვრობდა. პოლიტიკოსი აგვისტოში ტომსკი-მოსკოვის რეისზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი სასწრაფოდ დაუშვეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. ნავალნი საკუთარი მკვლელობის მცდელობის გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-თან ერთად. გახმაურებულ ზარში მან FSB-ს აგენტს დაურეკა და მისგან აღიარება მოიპოვა.
17 იანვარს ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნების შემდეგ აეროპორტში დააკავეს.
აქციების თრექინგის პლატფორმის, OVD-INFO-ს მონაცემებით, დაკავებულია 3500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 16 ჟურნალისტი. ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობაა.
ციმბირში ადამიანები -50 გრადუსში იდგნენ აქციაზე
ირკუცკში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში
ადამიანები შეიკრიბნენ კრემლისკენ მიმავალ ქუჩებზე, ტროტუარებზე
პეტერბურგში მარში გაიმართა
მოსკოვში აქციის მონაწილეებმა პოლიციას გუნდები დაუშინეს
პოლიციამ ხალხის გასაკონტროლებლად ძალის გამოყენება დაიწყო. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს ფორმაში ჩაცმული თანამშრომელი ქალს წიხლს მუცელში.
კიდევ ერთ ვიდეოში პოლიცია პატარა ბავშვს აყენებს შეურაცხოფას, ხალხი კი ძალადობის შეწყვეტას ითხოვს.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც დაიჭირეს, გადაიღო, როგორ სცემდა პოლიცია დაკავებულებს ავტობუსში.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ექცევა ორი პოლიციელი დაკავებულს.
ნავალნის ორგანიზაციის განცხადებით, მათ განწყობაზე პოლიციის მხრიდან ძალადობა გავლენას ვერ მოახდენს:
"ეს პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ გზაზე", — დაწერა ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ, — "შევხვდებით ერთ კვირაში".
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
კომენტარები