ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა, არ არის გამოხატვის თავისუფლება — ჯაფარიძე
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრა არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ძალადობაა.
"ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ლაპარაკს და სიტყვებით აზრის გამოხატვას, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა და მე ვარ ძალადობის წინააღდეგი. არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი", — აცხადებს ჯაფარიძე.
გუშინ, 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო. მალევე, ალტერნატივას წარმომადგენელი, ირაკლი ფანგანი დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს.
ამავე თემაზე:
- პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში — ლომჯარია
- რა ფორმითაც მოხდა ეს ინციდენტი, მიუღებელია — ბოკერია უმაღლესი საბჭოს წევრზე
- სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება — სამადაშვილი
- ეს არაა გამოხატვის თავისუფლება, ეს გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმაა — ლელო ბათუმის ინციდენტზე
- ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო არის ბოლშევიზმი — რომან გოცირიძე
- მელია ამბობს, რომ თავზე ნაგვის დაყრა არ მოსწონს, მაგრამ "ესმის ადამიანების მრისხანება"
- ნამდვილად არ არის პროტესტის საუკეთესო ფორმა, თუმცა მესმის მისი შინაარსი — ბოკუჩავა ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე
- არც მორალურად და არც პრაგმატულად გამართლება არ აქვს — კანდელაკი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები