გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თვითიზოლაციის წესი "დემონსტრაციულად" დაარღვია
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თვითიზოლაციის წესი "დემონსტრაციულად" დაარღვია და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა. მისი განმარტებით, იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იზოლაციის გარეშე შეუშვეს, საქართველოში კი თვითიზოლაციას სთხოვენ, რომელიც დაარღვია, რადგან PRC ტესტის მიხედვით კორონავირუსი არ აქვს.
"ქვეყანაში არის დაწესებული უამრავი უაზრო რეგულაცია, უწესო წესი, რომელიც არ სჭირდება არც კორონავირუსთან ბრძოლას და ა.შ. მე, მაგალითად, გახარიას გადაწყვეტილებით, ახლა უნდა ვიჯდე სახლში, მაგრამ დემონსტრაციულად ვარღვევ ამ წესს და თან მაქვს მოტანილი აგერ PCR ტესტი, რომ ვარ ჯანმრთელი. ახლა მომივიდა პასუხი და როგორც კი მომივიდა, მოვედი. ეს ტესტი მათთვის საკმარისი არ არის, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საკმარისია და აქ მაინც მეუბნებიან, რომ სახლში უნდა ვიჯდე. ასეთივე უწესო წესი არის დღეს უამრავი, 9 საათზე კომენდანტის საათიდან დაწყებული, საზოგადოებრივი ტრანსპოსრტის შეზღუდვით გაგრძელებული და ა.შ", — განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არ იქნებოდა კოვიდაფეთქება, რომ არა მთავრობის კორუფციული სქემებით ზაფხულში, ბათუმში, რუსეთიდან შემოყვანილი ტურისტები.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამიტომ წესის დაცვა ჩვენ ყველას შეგვიძლია, მაგრამ როცა არის წესი, რომელიც შიმშილისთვის წირავს საზოგადოებას, ანგრევს ეკონომიკას, ეს წესი უნდა დავარღვიოთ", — დასძინა ვაშაძემ.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი მთავრობის კანცელარიასთან იმ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. აქციის მონაწილების განცხადებით, ეს აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს. ისინი ითხოვენ, პირველი თებერვლიდან მოიხსნას შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე, სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში, აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შემსუბუქდეს კომენდანტის საათი და ასევე, ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა.
ამასთან, დღეს, საღამოს 9 საათიდან, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება. მოქალაქეები ასე კომენდანტის საათს გააპროტესტებენ. ეს ინფორმაცია მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა დააანონსა.
გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეები მთავრობას შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობების პიკეტირებას აპირებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეს აქცია სამშაბათს, 26 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები