დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2021 წლის პირველ კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450 ათასი დოზა უნდა მივიღოთ. ამის შესახებ მან პირველი არხი ეთერში განაცხადა.

"ჩვენ გარანტირებული გვაქვს გარკვეულად, რომ პირველ კვარტალში უნდა მივიღოთ AstraZeneca-ს დაახლოებით 450-490 ათასი დოზა. მთელი წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ 1 400 000 დოზა. ამავდროულად, პარალელურად, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებთან, მწარმოებლებთან, კორეაში, ინდოეთში, კანადაში სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებთან, რომლებიც უკვე შეგვპირდნენ, თავისი ჭარბი დოზებიდან როდესაც მიიღებენ", — განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, 29 იანვარს გადაწყდება ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის ლიმიტირებულ რაოდენობას მიიღებს თუ არა.

ამავე თემაზე: