მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნი დააკავეს. მან ინსტაგრამზე გადაყვანის ფოტოც გამოაქვეყნა.

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს.

აქციები არასანქცირებულია, რის გამოც პოლიცია და ომონი დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით შლის და აკავებს. ბოლო ინფორმაციით, ჯამში უკვე 900-მდე მომიტინგეა დაკავებული.

ფოტო: TASS