ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იქნება

ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თვითონ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღმასრულებელი მდივნის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი კობახიძე დააწინაურეს და ქართული ოცნების თავმჯდომარედ აირჩიეს.
როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის სამდივნოს შემადგენლობაზე ისმჯელეს:
- გენერალური მდივანი — კახა კალაძე;
- პოლიტიკური მდივანი — ირაკლი ღარიბაშვილი;
- საერთაშორისო მდივანი — კახა კუჭავა;
- რეგიონული მდივანი — დიმიტრი სამხარაძე.
11 იანვარს, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მეორედ წავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში ისაუბრა.
"ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა.
- ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ სიღარიბე, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია — ივანიშვილი
- დარდად მიმყვება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია — ივანიშვილი
სწორედ ამის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გახდა. გარდა ამისა, განახლდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები