მოქალაქეების გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თუ პარლამენტში შევლენ ქართულ ოცნებას "შეაჯანჯღარაბენ". მისივე თქმით, ისინი საკუთარი დღის წესრიგს შექმნიან.

"თუ შევალთ პარლამენტში ქართულ ოცნებას, დამიჯერეთ, შევაჯანჯღარევთ, ორი კაცი. ორი კაცი ვიქნებით მაქსიმალურად აქტიური და შეჯანჯღარებაში ითვლება, რომ ჩვენს დღის წესრიგს აუცილებლად შევქმნით... შედეგს მიაღწევ იმ შემთხვევაში, თუ ხარ უმრავლესობაში. მაგ ლოგიკით, საერთოდ არ აქვს პარლამენტში შესვლას აზრი", — აღნიშნა იოსელიანმა TV პირველის ეთერში.

მისი თქმით, პარლამენტში 60 ოპოზიციური დეპუტატის ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ქართული ოცნება "შეჯანჯღარდეს" და წარმატებას მიაღწიონ.

"ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ თამამი გადაწყვეტილება, განაახლონ მოლაპარაკებები და პარლამენტში მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამ არჩევნებზე ოპოზიციის რამე ფორმით მარცხი სრულიად გააფერმკრთალებს შესაძლებლობას, საერთოდ "ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვების შესაძლებლობას", — აღნიშნა იოსელიანმა.