პირველი მარტიდან ვერაფერი გაიხსნება, რადგან იქამდე ვერ მივაღწევთ — რესტორატორი
რესტორატორი ქეთი ბაქრაძე აცხადებს, რომ პირველ მარტს რესტორნები ვერ გაიხსნება, რადგან ბევრი მათგანი ამ თარიღამდე ვერ მიაღწევს. მისი თქმით, სარესტორნო ბიზნესის მფლობელებს ფინანსური პრობლემები აქვთ და სჭირდებათ იმის ცოდნა, როდის გაიხსნება რესტორნები.
"ესეც ძალიან ცინიკურია, რომ პირველი მარტიდან გაიხსნება. ვერ გაიხსნება. ვერაფერი ვერ გაიხსნება პირველი მარტიდან იმიტომ, რომ პირველ მარტამდე ვერ მივატანთ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რესტორანი, რომელიც გატანაზე მუშაობდა და აიღო ეს ტვირთი თავის თავზე, უმეტესობამ, თუ არ ვსაუბრობთ სწრაფი კვების და დიდ კორპორაციებზე, რომელიც ამითია მხოლოდ დაკავებული, შეწყვიტეს, იმიტომ, რომ მინუსებში წავიდნენ, ხარჯებს ვერ ფარავდნენ", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
ბაქრაძე ამბობს, რომ ჩატში, სადაც მთავრობის წევრებიც არიან და რომელზეც დღეს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა, ინფორმაციას აწვდიან, თუმცა გამოხმაურება არ აქვთ.
"კომუნიკაცია ნამდვილად გვაქვს, ხმა ესმით-თქო მოგატყუებთ. უფრო ინფორმაციას იღებენ ჩვენგან რა განწყობა გვაქვს. დღესაც კი პასუხი არ ჰქონდათ და ჩემთვის ეს ძალიან დამამცირებელია. იმიტომ, რომ დღეს ვიწერებოდი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, როდის შევძლებთ მუშაობა დავიწყოთ", — განაცხადა მან.
მისი თქმით, თუ პირველ თებერვალს ქალაქების ნაწილში რესტორნები იხსნებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ, რადგან დიდი ხნის დაკეტილ რესტორნებს მეორე დღეს ვერ გახსნიან და ამას მომზადება სჭირდება.
საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა მათი დიდი ნაწილი დატოვა. შეზღუდვების სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობებით იხსნება.
პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თუმცა, მხოლოდ სამუშაო დღეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, ეს დაწესებულებები არ იფუნქციონირებს. აჭარაში პირველი თებერვლიდან დაგეგმილია კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა, ამ შემთხვევაშიც სამუშაო დღეებში. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები. თუმცა სხვა ქალაქებში, კვების ობიექტები ისევ გატანის სერვისზე იმუშავებენ.
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები