პარლამენტში ჯიპებს კი არ მოვიმსახურებთ, როგორც დავდიოდი ფეხით, ისე ვივლი ფეხით — ელისაშვილი
მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ პარლამენტში საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე არ იზრუნებს და "მანქანებისა და ჯიპების" მომსახურების ნაცვლად, ფეხით ივლის. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"პარლამენტში ჩვენი ცხოვრების მოწყობაზე კი არ ვიზრუნებთ და მანქანებსა და ჯიპებს კი არ მოვიმსახურებთ, აგერ ნახავთ, რომ როგორც დავდიოდი ფეხით, ისე ვივლი ფეხით. მეც და ლევან იოსელიანიც. ლევანსაც მანქანა ჰყავს და მეც, მაგრამ მე აუცილებლად ფეხით ვივლი და ლევანიც", — განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს პარტია მოქალაქეების სადეპუტატო უფლებამოსილების მქონე ორი წევრი, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებას შეხვდა. შეხვედრაზე მმართველ პარტიას არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე წარმოადგენდნენ.
პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრების პარლემენტში შესვლის შემდეგ, მხოლოდ მოქალაქეებისა და გირჩის წევრები ამბობდნენ უარს საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მანამ, სანამ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებები არ დასრულდებოდა. სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე ოფიცალურად თქვა უარი.
ბოლო კვირებია მოქალაქეები და გირჩი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების გამართვას ცდილობს. მათ სურთ განიხილონ იდეა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა პლებისციტად ჩაითვალოს. მათი განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.
18 იანვარს, ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე მათ საჯაროდ უარი უთხრა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 19 იანვარს, მსგავსი შინაარსის განცხადება ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემაც გააკეთა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, მათთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს და განაცხადა, რომ გირჩისა და მოქალაქეების ლიდერებს მიმდინარე თვის ბოლოს შეხვდება. პარტიების ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.
გაიგეთ მეტი:
- მივიდა იქ, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია — დეკანოიძე ელისაშვილზე
- რა შედეგებს მოიტანს, საზოგადოება განსჯის — უდუმაშვილი მოქალაქეებისა და "ოცნების" შეხვედრაზე
- ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებასთან შესახვედრად მივიდნენ
- ორი კაცის კი არა, გაცილებით მეტი დეპუტატის გასაკეთებელს გავაკეთებთ პარლამენტში — ელისაშვილი
- ოპოზიციასთან დავასრულეთ კინკლაობა, მზად ვართ ოცნებასთან დასალაპარაკებლად — ელისაშვილი
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები