ბაიდენი, რომელმაც ტრამპის გადაწყვეტილება გენდერის "ბიოლოგიურ სქესთან" გაიგივების შესახებ შეცვალა, გააკრიტიკეს
ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე საათში ბაიდენმა 17 განკარგულებას მოაწერა ხელი და ტრამპის მიერ დაწყებული არაერთი პროცესი, მათ შორის საზღვარზე კედლის მშენებლობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ქვეყნის გამოსვლა, შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ მის გადაწყვეტილებებს მეტწილად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რამდენიმე ადამიანმა იგი გააკრიტიკა.
ცოტა ხნის წინ ტვიტერზე ჰეშტეგი #BidenErasedWomen ("ბაიდენმა ქალებს ხაზი გადაუსვა") გამოჩნდა. ასეთი ფორმით ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ბაიდენის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს დისკრიმინაციისგან იცავს.
ამჟამად აშშ-ში ტრანსგენდერ ადამიანებს მხოლოდ ეგრეთ წოდებული მეცხრე უფლება იცავს, რომელიც ფედერალურ დონეზე მიღებული სამოქალაქო კანონია და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებსა და უნივერსიტეტებში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული კანონის მიმართება შეიცვალა, როცა დონალდ ტრამპმა გენდერი "ბიოლოგიურ სქესად" განსაზღვრა. ბაიდენის გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებსა და სკოლებში ტრანსადამიანებს შესაბამისი საპირფარეშოთი და გამოსაცვლელი ოთახით სარგებლობა შეეძლებათ; ასევე, შესაძლებელი იქნება სპორტულ ღონისძიებებში იასპარეზონ მათთვის შესაფერის კატეგორიაში.
გადაწყვეტილება ბაიდენის წინასაარჩევნო დაპირებათაგან ერთ-ერთია. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ იგი ტრანსგენდერ ადამიანებს დაიცავდა. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება კრიტიკის საბაბი გახდა ჯგუფისთვის, რომელსაც პოპკულტურაში ხშირად TERF-ად მოიხსენებენ.
რა არის TERF?
TERF არის trans-exclusionary radical feminist-ის აბრევიატურა, რომელიც იმ "რადიკალ ფემინისტს" მიემართება, რომელიც "არ ცნობს ტრანსგენდერ ადამიანებს". ამ ტერმინით მოხსენიებული ადამიანები მიიჩნევენ, რომ ტრანსგენდერი ქალები "ნამდვილი ქალები" არ არიან, ბავშვებს კი საკუთარი გენდერის შეცნობა არ შეუძლიათ. ორივე იდეა რამდენჯერმე გაჟღერდა ცნობილი ადამიანების, მათ შორის ჯოან როულინგის, მიერ.
ამასთან, TERF-ები ტრანსგენდერ ქალებს მათთვის საფრთხედ აღიქვამენ და მოითხოვენ, გარკვეულ სერვისებზე წვდომა შეეზღუდოთ.
ჰეშტეგის ქვეშ დაწერილი ტვიტების ავტორები აცხადებენ, რომ, მათი აზრით, დისკრიმინაციის აკრძალვა არაერთ პრობლემას წარმოშობს. მათ შორის, სპორტის სახეობებში მონაწილეობისას, როცა სისგენდერ ქალებს წარმატების ნაკლები შანსი ექნებათ. მათი განცხადებით, "აშშ-ში ქალებმა და გოგოებმა დაკარგეს მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ადგილები, სპორტის სახეობები და ყველაფერი".
კრიტიკის მიუხედავად, ბაიდენის გადაწყვეტილებას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. მათ აღნიშნეს, რომ ცვლილება "დაიცავს იმ ამერიკელებს, რომლებიც მათი იდენტობის გამო, შესაძლოა, გაკიცხვის და დამცირების სამიზნედ იქცნენ".
"ბაიდენის გადაწყვეტილება ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების აღიარებაა. ეს მათ დაიცავს სამსახურების დაკარგვისა და სხვა უსიამოვნებებისგან, რომელიც აქამდე ლეგალური იყო. მოდით, ამაზე ვკონცენტრირდეთ და არა შეთხზულ სისულელეზე", — წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები