რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება
საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა უმეტესობა დატოვა. შეზღუდვების სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობებით იხსნება.
ნახეთ რა შეზღუდვა იხსნება და რა რჩება ძალაში:
- პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თუმცა, მხოლოდ სამუშაო დღეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურად;
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სამუშაო დღეებში. ამ ქალაქებში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
- აჭარაში პირველი თებერვლიდან დაგეგმილია კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა, ამ შემთხვევაშიც სამუშაო დღეებში. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები;
- სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე;
- საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე;
- 1-ელი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება;
- ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
- შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;
- ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი.
ცქიტიშვილის განცხადებით, შემსუბუქების პარალელურად მნიშვნელოვანია ვირუსის ინტენსიური გავრცელების პრევენცია მოხდეს, ამიტომ თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დაადგინეს.
- ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომლთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებისთვის ეს პირობა არის 2 კვირაში ერთხელ არანაკლებ 50%-ის ტესტირება;
- სკოლების გახსნის პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ;
- ბიზნესის წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე და შეძლებენ, ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, პირველ მარტამდე უფასოდ გატესტონ თანამშრომლები.
ცქიტიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მუდმივად შეაფასებენ და თუ იქნება გაუმჯობესება, შეზღუდვები ისევ შემსუბუქდება.
"კერძოდ, თუ, როგორც აჭარაში, შვიდი დღის ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი არ იქნება 4%-ზე მეტი, გვექნება საშუალება გავაგრძელოთ შემსუბუქების წერტილოვანი სტრატეგია. [...]
სხვა ქალაქებში, რადგან გვქონდა უკეთესი ვითარება, ვიდრე გვაქვს თბილისში, ქუთაისში ან რუსთავში, შესაბამისად, ჩვენ შევძელით, რომ პირველი თებერვლიდან გავხსნათ სკოლები, მუნიციპალური ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტებიც", — განაცხადა მან.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
კომენტარები