ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან, თუმცა ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

"საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან", — განაცხადა მან.

საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილის მოხსნა გადაწყვიტა. შეზღუდვების სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობებით იხსნება.

გაიგეთ მეტი: