მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციონერი და ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის წევრი, ლუბოვ სობოლი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

მედიის ცნობით, სობოლის დაკავების შესახებ მისმა ადვოკატმა ვლადიმერ ვორონინმა სოციალურ ქსელში დაწერა. ადვოკატი თქმით, ოპოზიციონერი მისი მანქანიდან გადაიყავნეს და დააკავეს.

Meduza-ს განცხადებით, დონსკოის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც აპირებენ, რომ მას ბრალი 23 იანვარს დაგეგმილი საპროტესტო აქციებზე წასვლის მოწოდების გამო წაუყენონ.

რუსეთში, აეროპორტში, სადაც 17 იანვარს ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყოს ლუბოვ სობოლიც. ასევე, ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნიც.

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, ნავალნი 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ძებნაშია.

მას დილამდე ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონია და არც დარეკვის უფლება მისცეს. ხიმკის პოლიციის განყოფილებაში სასამართლო პროცესის ჩატარება მოულოდნელი იყო თვითონ ნავალნისთვისაც. სასამართლოს პარალელურად მხარდამჭერები პოლიციის შენობის გარშემო შეიკრიბნენ და მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

რუსი პოლიტიკოსი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რათა ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.