პრეზიდენტის გზავნილია, რომ უნდა იყოს მეტი ევროკავშირი საქართველოში — საბანაძე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე
ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი გზავნილი ბრიუსელში ვიზიტისას იყო, რომ საჭიროა "მეტი ევროკავშირი", როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში. მისივე თქმით, შეხვედრების დროს წამყვანი თემა იყო კორონავირუსი და კოვიდსოლიდარობაც.
"კიდევ ერთი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც დაგეგმილია. პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ სამ ასოცირებულ პარტნიორს, არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა რომელიმე პარტნიორის უკან ჩაჩოჩება, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მოცემულობა არის ასეთი — სამი ასოცირებული ქვეყანა ვთანხმდებით ინტერესებზე და ღირებულებებზე, ანუ ამ სამეულის თემაც იყო ხაზგასმული პრეზიდენტის მიერ. ასევე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად იყო განხილული საქართველოს გეგმები ინტეგრაციის მიმართულებით. ყველა შეხვედრაზე ნახსენები იყო 2024 და სურვილი, რომ გაკეთდეს განაცხადი", — განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, საუბარი იყო, ასევე, ქვეყნებს შორის სტუდენტების უფრო აქტიურ გაცვლაზე და იმაზე, რომ ქართველ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა ისწავლონ იგივე ტარიფებით, როგორც სწავლობენ ევროკავშირის მოქალაქეები.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით 20 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელ პირებთან.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები