მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, იყო თუ არა უხამსობა მაჭავარიანის ახლო კადრი მთავარი არხის ეთერში
კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ერთ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას, იყო თუ არა უხამსობა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ახლო კადრი, რომელიც მთავარი არხის ეთერში გავიდა. საუბარია კადრზე, სადაც ჩანს, რომ მინისტრი პარლამენტში ყოფნისას, სავარაუდოდ, სასქესო ორგანოს იფხანს. კომისია ამ კადრს "არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებას" უწოდებს.
მთავარი არხის საქმეზე მარეგულირებელმა დღეს იმსჯელა. სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიუჟეტი შეიცავდა "უხამს" გამონათქვამებსაც.
"ქართულ სატელევიზიო სივრცეში უხამსობის შემცველი გადაცემები განსაკუთრებით ხშირად ბოლო პერიოდში ვრცელდება. კომუნიკაციების კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვან მედიაგარემოში ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები და გამონათქვამებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. დღეს საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხის წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა, დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით კომისია გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, დოკუმენტის დიდი ნაწილი ეთმობა სხვა ქვეყნების მაგალითებს, სადაც კომისია ხაზს უსვამს, რომ "მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნას მიღებული აუდიტორიის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხი". მანამდე კი მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობაზე საუბრობს, რომლის მიხედვით, მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. ამასთან, კომისია მიუთითებს, რომ იგივე კანონი მას ავალდებულებს რეაგირება მოახდინოს აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში.
მარეგულირებელი საუბრობს კანონის მხრიდან უხამსობის განმარტებაზეც — განცხადება, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.
ამასთან, მარეგულირებელი მიუთითებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვით, რომლის მიხედვით, კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება.
მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიას არ აქვს უფლება ამ კონკრეტული მუხლების დარღვევა განიხილოს. მისი თქმით, 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ კონკრეტული მუხლების გასაჩივრება შეიძლება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში და მხოლოდ ამის შემდეგ სასამართლოში.
"კონკრეტული მუხლის დარღვევაზე, რაზეც ახლა კომისია ჩვენ გვედავება, შესაძლებელია შემოტანილ იქნეს საჩივარი მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში და თუ ჩვენი გადაწყვეტილება ვინმეს არ მოეწონება, მაშინ შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. კომისიამ ახლა, 11 წლის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ეს პრაქტიკა შეცვალოს და ამბობს, რომ რადგან სასამართლოში გასაჩივრება შეიძლება, მაშინ მეც შემიძლია დავიწყო რეაგირებაო", — აცხადებს მურადაშვილი.
გარდა ამისა, მურადაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ამ საკითხს განხილვა არის სიუჟეტის შინაარსში ჩარევა, რისი უფლებაც, მისივე განმარტებით, კომისიას არ აქვს.
"ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მიიღოს კომისიამ, გაფრთხილება იქნება თუ სანქცია, შინაარსში როგორც კი შევა, ეს არის აპრიორი ბათილი გადაწყვეტილება იქნება და უკანონო, იმიტომ, რომ მის უფლებამოსილებას ეს არ ექვემდებარება", — ამბობს მთავარი არხის იურისტი.
თამთა მურადაშვილი ფიქრობს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ამ საკითხს განხილვა, არის მთავარი არხის კონტროლისა და მისთვის პრობლემების შექმნის მცდელობაა.
"ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა გააკეთეს იმისთვის, რომ სწორედაც, დაიწყონ ჩარევა, სარედაქციო კონტროლი, შინაარსში შევიდნენ სიუჟეტების, სანქციები დააკისრონ მაუწყებლებს, ფინანსური ზეწოლები განახორციელონ და თუ საჭირო იქნება, საჭირო იქნება, ბოლოს მაუწყებლობის უფლებაც ჩამოგვართვან. აი ეს არის მიზანი", — აცხადებს მურადაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ მურადაშვილის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიას არ აქვს უფლება რაიმე სახის სანქცია დააწესოს მთავარ არხს, იგი მიიჩნევს, რომ რადგან კომისია საკითხის განხილვა გადაწყვიტა, შესაძლოა მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდეს.
მთავარი არხის კადრთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი. უწყება აცხადებს, რომ თემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დისკუსიის შემდეგ, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით იქნება მიღებული.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
კომენტარები