ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პიკი გამოვიარეთ. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა შემთხვევების რაოდენობის კლება ამას, ტიკარაძე პასუხობს:

"დიახ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ჩვენ პიკი გადავიარეთ. თუმცა, ეს არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საფუძველს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი ზაფხუზლე, როდესაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გარკვეულწილად იყო დაძლეული ის სირთულეები, რომლებიც კოვიდ 19-ს ახასიათებს. ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ჩვენი სამოქმედო გეგმა, თუმცა ამ ეტაპისთვის გვაქვს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი და არა უმეტესი", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ბოლო რამდენიმე დღეა ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა შემცირებული იყო ტესტირების რაოდენობაც. მაგრამ დღეს, 21 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 1 137ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჩატარებული იყო 17 019 ტესტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: