რატომ ეცვათ ინაუგურაციაზე მიშელ ობამას, ჰილარი კლინტონს და კამალა ჰარისს იისფერი სამოსი
20 იანვარს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კაპიტოლიუმი მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, პომპეზურობის გარეშე და, 6 იანვარს შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით ჩაიარა, ისტორიულ ღონისძიებას გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურები მაინც დაესწრნენ.
ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, რომელსაც გრძელი თუთისფერი მანტო, შარვალი, ამავე ფერის ზედა და სერჯიო ჰადსონის ოქროსფერი ქამარი ემოსა, ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად გამოჩნდა.
კიდევ ერთი ქალი, რომელმაც ინაუგურაციაზე იისფერში გამოწყობილმა გადაწყვიტა მისვლა, 2016 წლის არჩევნებში ტრამპის დემოკრატი კონკურენტი, ჰილარი კლინტონი იყო. ჰილარი იასამნისფერი სამოსით მის ქმართან და აშშ-ის 42-ე პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან ერთად, ობამების მისვლიდან მალევე გამოჩნდა.
დიზაინერ ქრისტოფერ ჯონ როჯერსის შექმნილი იასამნისფერი მანტოთი დაესწრო ღონისძიებას აშშ-ის ახალი ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი, რაც ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა, კვლავაც სიმპსონების წინასწარმეტყველებად მიიჩნია.
იისფერის ასეთი სიჭარბე ინაუგურაციაზე, ცხადია, შეთანხმებულ მოქმედებად გამოიყურება, თუმცა კამალას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიც ხშირად ეცვა ამ ფერის სამოსი, რაც ერთგვარი პატივის მიგება იყო შირლი ჩისჰოლმისადმი. ჩისჰოლმი პირველი შავკანიანი ქალი იყო, რომელიც 1972 წელს, დემოკრატიული პარტიის სახელით იბრძოდა პრეზიდენტობისთვის, მოგვიანებით კი ასევე პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელიც კონგრესში აირჩიეს. იგი კამპანიის ბუკლეტებში იისფერს იყენებდა.
მეორე ვერსია, რომლითაც ინტერნეტმომხმარებლები ღონისძიებაზე იისფერის დომინანტობას ხსნიან, ამერიკის გაერთიანების სიმბოლოა — წითელი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას ასახავს და ლურჯი, რომელიც დემოკრატიული პარტიის სიმბოლოა, ერთმანეთს ერწყმის და იქცევა იისფრად. ამასთან, ისეთ შტატებს, სადაც ორი პარტიის ოპონენტი კანდიდატების მოგება თანაბარი ალბათობითაა შესაძლებელი, "იისფრად" მოიხსენებენ.
2016 წელს, საკუთარი დამარცხების აღიარების დროს, ჰილარის სამოსის შიდა ნაწილი ასევე იისფერი იყო, ბილს კი იასამნისფერი ჰალსტუხი ეკეთა. კლინტონმა, რომელიც გავრცელებული ცნობით პრეზიდენტობის პირველ დღეს იისფერის ჩაცმას აპირებდა, მაშინ განაცხადა:
"როგორც ვიხილეთ, ჩვენი ერი იმაზე უფრო გაყოფილი, ვიდრე გვეგონა. თუმცა, ამერიკის ყოველთვის მჯეროდა და ეს რწმენა მუდამ მექნება. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, მაშინ შედეგები უნდა ვაღიაროთ და მზერა მომავლისკენ მივმართოთ".
აღსანიშნავია ისიც, რომ იისფერი (მწვანესთან და თეთრთან ერთად) სუფრაჟისტების დროშაზეა გამოსახული. დროშის ფერები, რომლებიც 1908 წელს აირჩა, "სამეფო სისხლის სიმბოლოა, რომელიც ყველა სუფრაჟისტის სისხლძარღვებში ჩქეფს, წარმოაჩენს რა თავისუფლებისა და ღირსებისაკენ სწრაფვას".
ამდენად, ინაუგურაციაზე ფერთა პალიტრას განსაკუთრებული დანიშნულებით აირჩა. იმ ადამიანებმა კი, ვისაც იისფერი ემოსა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ფერების შეხამებასთან ერთად, მოდის და პოლიტიკის შეთავსებაც შეუძლიათ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები