Fashion Film Festival 2021-ზე ქართულ დრეგ სცენაზე და დრეგ შემსრულებელ მეთ შელიზე გადაღებული ფილმი Comfort Zone საუკეთესო ვიზუალური ნამუშევრის (Best Photography) კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. ფილმი ფრანგმა რეჟისორმა, ჯორდან ბლეიდიმ გადაიღო. ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ტარდება და მოდაზე გადაღებულ არტისტულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჯილდოებს.

ფილმი ნიჭიერ, დამწყებ ქართველ ხელოვანზე და ქვიარ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე დაუვიწყარი ვიზუალური თხრობის საშუალებით გვიყვება.