რუსეთის მტკიცებით, ომზე საქართველოს ბრალდებები სტრასბურგმა უსაფუძვლოდ მიიჩნია
სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასამართლომ საქართველოს ბრალდებები 8-12 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნია.
"საქმის, თითქმის, 12 წლიანი განხილვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციით, იმ ინციდენტებსა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევებზე, რომლებსაც რუსეთის არმიის მიერ ქართული ჯარის თავდასხმისას ჰქონდა ადგილი რუსეთის სამშვიდობო ძალებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე 8-12 აგვისტოს პერიოდში რუსეთს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, მხარი არ დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 7 აგვისტოს, ცხინვალზე თავდასხმამდე შეიჭრა", — წერია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილისა და სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლის, მიხაილ გალპერინის თანახმად, ქართული მხარე ამ საქმეში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია არამხოლოდ მშვიდობის, არამედ საომარი მოქმედებების დროსაც მოქმედებს, რაც, მისივე თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება.
"ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა ევროპული სასამართლო, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მათ იურისდიქციას არ ექვემდებარება. ასევე, სასამართლოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის არცერთი ფაქტი რუსი სამხედროების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს არ დაუდგენია", — აცხადებს მიხაილ გალპერინი.
რუსეთის იუსტიციის უწყება, აგრეთვე, ევროპული სასამართლოს ცალკეულ შეფასებებს არ ეთანხმება. მათ შორის, იმ ეპიზოდებშიც, რომელშიც საქმე ოკუპირებული აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ მომხდარ ინციდენტებს, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლომ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, რომ რუსული მხარის ბრალეულობის მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა.
უწყებაში მიაჩნიათ, რომ სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება მათ მიერ ე.წ. ექსტერიტორიალური იურისდიქციის კონცეფციის გამოყენების შედეგია, რომლის შინაარსიც გაეროს საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ევროპული სასამართლოს განაჩენში რუსეთის წინააღმდეგ ფულადი კომპენსაციის დაკისრებაზე არაფერია წერია. მათივე თქმით, ზიანის ანაზღაურების საკითხი სასამართლომ შემდგომი განხილვებისთვის გადადო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის საქმეზე დღეს, 21 იანვარს გახდა ცნობილი. დიდმა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა.
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა.
სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება 17 მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, რომელიც არ საჩივრდება.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:
- სიცოცხლის უფლება;
- წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
- საკუთრების დაცვა;
- განათლების უფლება;
- მიმოსვლის თავისუფლება.
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები