Amazon ბაიდენს კორონავირუსის ვაქცინის გავრცელებაში დახმარებას სთავაზობს
აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, Amazon-მა წერილი გაუგზავნა და თეთრ სახლს კორონავირუსის ვაქცინის გავრცელებაში დახმარება შესთავაზა. Amazon-ის მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის დირექტორის, დეივ კლარკის თქმით, "კომპანია მზადაა, დაეხმაროს ბაიდენს მისი მიზნის მიღწევაში", რომელიც პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში 100 მილიონი ამერიკელის ვაქცინაციას მოიაზრებს. დახმარება გულისხმობს როგორც უშუალოდ კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ასევე მისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო რესურსებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უზრუნველყოფას, რაც, კლარკის შეფასებით, "დაუყოვნებლივი შედეგის მომცემი იქნება".
ეს ქმედება კომპანიის და ქვეყნის პრეზიდენტის ურთიერთობის ცვლილებაზე მიანიშნებს, რომელიც დონალდ ტრამპის თანამდებობაზე ყოფნის დროს განსაკუთრებით დაძაბული იყო, რადგან ტრამპის სამიზნეში Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი და The Washington Post-ის მფლობელი, ჯეფ ბეზოსი, არაერთხელ მოხვდა.
Amazon, რომელიც აშშ-ში მეორე უდიდესი დამსაქმებელია, მზადაა, თავად უზრუნველყოს თანამშრომლების აცრა, როცა ვაქცინა მათთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.
წინამორბედისგან განსხვავებით, ბაიდენმა ვაქცინის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან გამოწვევად განსაზღვრა.
ახლადარჩეულ პრეზიდენტს ვაქცინაციასთან დაკავშირებით საგანგებო გეგმა აქვს შემუშავებული. გადაუდებელ სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს და ეროვნული გვარდიის საერთო მობილიზაციით, ასევე საჭირო ინვენტარის — ამპულების და შპრიცების — წარმოებით, მისი პრეზიდენტობის პირველივე თვეში ფედერალურად დამტკიცებული ვაქცინაციის 100 პუნქტი იქნება მზად აცრების ჩასატარებლად. როგორც ამას ბაიდენის თანამოაზრეები აფასებენ, აღნიშნული სტრატეგია, რომელიც ფედერალურ დონეზეა დაგეგმილი, დეფიციტის უფრო რბილად გადატანას უზრუნველყოფს, ვიდრე ეს ცალკეული შტატების დონეზე, ტრამპის გეგმის შემთხვევაში იქნებოდა.
არასაკმარისი რაოდენობის გამო კორონავირუსის ვაქცინის გავრცელება არაერთ სირთულეს უკავშირდება. გაზრდილი მოსახლეობის პირობებში რამდენიმე შტატში ვაქცინის ნაკლებობაა. მაგალითისთვის, მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ გაფრთხილების შემდეგ, ნიუ-იორკში 23 ათას ადამიანს წინასწარ დათქმული აცრა არ გაუკეთდა, რადგან, გაურკვეველი მიზეზებით, Moderna-ს ვაქცინის მიღება შეფერხდა. მიჩიგანის, უისკონსინის და მინესოტას შტატების გუბერნატორებმა გასულ კვირას ტრამპს მისწერეს, რომ თუკი ფედერალური მთავრობა მათ დასახმარებლად არაფერს გააკეთებდა, კლინიკებს დაგეგმილი მასობრივი აცრების გაუქმება მოუწევდა.
Amazon ერთადერთი კერძო კომპანია არაა, რომელიც საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვას აპირებს. Starbucks-მა ასევე გამოთქვა სურვილი, თავისი რესურსებით დახმარებოდა ვაშინგტონის შტატის მომარაგებას.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები