"ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნდა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ეს ომი დაიწყო საქართველომ, რა თქმა უნდა, ეს ვერდიქტი და ეს გადაწყვეტილება ყოველგვარ შანსს უსპობს", — ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომზე. წერეთელის თქმით, საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და შემდგომში ხელს შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციის პროცესს, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებით რუსეთზე.

"ეს ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და იქნება ასევე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შემდგომში დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, კიდევ არის სხვადახვა პროცესი სასამართლოებში, ამას ძალიან შეუწყობს ხელს და, ბუნებრივია, მთელ იმ პროცეს, რომელიც წლების განმავლობაში აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სხვა ინსტიტუტები, სადაც აქტუალურია საკითხები, რომლებიც უკავშირდება ომს, ადამიანის უფლებებს, დარღვევებს, სისხლის სამართლის დანაშაულებს, რაც იქნა ჩადენილი სწორედ ამ ომის პირობებში", — განაცხადა წერეთელმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. სასამართლოს დიდმა პალატამ, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ამ და სხვა დარღევევების აღიარებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდა დასტურდება.

გაიგეთ მეტი: