საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეფასება დღეს პირველად მიეცემა. გახარიას თქმით, ეს ეს ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი გახდეს.

"ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები დაიწყოს", — განაცხადა გახარიამ.

2008 წლის ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას დღეს, 21 იანვარს გამოაცხადებს. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოში სხდომა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.