დავით ზალკალიანი და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერები იქნებიან
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერებად საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მია ცქიტიშვილი წარადგინა. დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება.
"საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, ჩვენ გავაკეთოთ და მზად ვიყოთ, გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია, რა თქმა უნდა პასუხი ოკუპაციაზე და რა თქმა უნდა პასუხი იმ მოვლენებზე, რომლებიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი", — აცხადებს გახარია.
გახარიას განცხადებით, ეკონომიკური საკითხების მიმართულებით ვიცე-პრემიერის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს.
"პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გადავლახოთ ეკონომიკური კრიზისი, გლობალური, და მეორე რიგში იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია, დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით და ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით, ეს გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი.", — თქვა გახარიამ.
ვიცე-პრემიერად წარდგენის შემდეგ ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მისი ფუნქცია იქნება იმ მოქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს.
"ჩემი ფუნქცია, როგორც ვიცე-პრემიერის, იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვითარება და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დავით ზალკალიანი 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას.
მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები