პრეზიდენტობის პირველ საათებში ჯო ბაიდენმა 17 განკარგულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტები ეხებოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რამდენიმე გადაწყვეტილების გაუქმებასა და კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.

შედარებისთვის, პრეზიდენტობის პირველ ორ კვირაში დონალდ ტრამპმა რვა განკარგულებას მოაწერა ხელი, ხოლო ბარაკ ობამამ — ცხრას.

"ვაპირებ იმ დაპირებების აღსრულებით, რომელიც ამერიკელ ხალხს მივეცი", — განაცხადა ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში.

CNN-ის ინფორმაციით, პირველი განკარგულებების ფარგლებში ბაიდენმა შეაჩერა საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება, მოხსნა შეზღუდვა მგზავრობაზე მუსლიმური ქვეყნებისთვის. ამასთან, ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ უბრუნდება პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელიც ქვეყანამ ტრამპის განკარგულებით დატოვა. გარდა ამისა, მან შეაჩერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ს გამოსვლის პროცესი, სადაც დელეგაციას დოქტორი ენტონი ფაუჩი გაუძღვება.

ამავე თემაზე: