ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ინაუგურაციაზე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლამ მისი პროგრამა გაახსენა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

ხაზარაძე ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და ერთიანობაზე საუბრობდა, როცა გადაცემა საჯარო პოლიტიკის წამყვანმა აღნიშნა, რომ ის ბაიდენივით ლაპარაკობდა.

"ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა, ასე ვთქვათ... ესაა ჩვენი პროგრამა, რომელიც მარშალის გეგმაშიც იყო ასახული", — თქვა ხაზარაძემ.