ვატიკანში, უსახლკარო ადამიანებს Covid-19-ის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია შესთავაზეს. Reuters-ის ცნობით, აცრები პავლე VI-ის ატრიუმში ტარდება. მედიის ინფორმაციით, უფასო ვაქცინაციით უკვე 25-მდე უსახლკარომ ისარგებლა, დანარჩენები კი უახლოეს დღეებში უნდა აიცრან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გასულ კვირას მიიღეს პაპმა ფრანცისკემ და ყოფილმა პაპმა ბენედიქტმა. 84 წლის პაპმა და 93 წლის ყოფილმა პაპმა ვაქცინათა დოზა ვატიკანის ვაქცინაციის პროგრამიდან მიიღეს.

მანამდე პაპ ფრანცისკემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინა ყველამ უნდა მიიღოს.