15 იანვრიდან, სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას, რიგ სერვისებზე იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გავლა სავალდებულო გახდა.

ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლებლებმა შესაბამის ველში პირადი ნომერი და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდი უნდა მიუთითონ. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი ეხება მხოლოდ თვითმომსახურების ტერმინალებს. თიბისი ფეის ონლაინ არხებით სარგებლობა ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი.

თიბისი ფეის გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადოს მომხმარებლებისთვის. მომხმარებლის მიერ იდენტიფიკაციის გავლისას შეყვანილი პირადი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იდენტიფიკაციის პროცესის გავლის მიზნით.

გაითვალისწინეთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა სავალდებულოა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას:

  • აზარტული თამაშები და ლატარია
  • ონლაინ თამაშები
  • დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები
  • ფინანსური სერვისები, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები
  • ინტერნეტ მარკეტინგი
  • ტრანსპორტი და ლოჯისტიკა
  • ტურისტული მომსახურება
  • ქსელური მარკეტინგი
  • ქველმოქმედება
  • საკონსულტაციო მომსახურება
  • პოლიტიკური პარტიები
  • უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები