სინქრონული ცურვა თევზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კორდინაცია თევზებს საკვების მოძიებაში და მტაცებლისგან თავის დახსნაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, თევზები ამის სწავლას პატარა ასაკიდან იწყებენ.

ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა, რაც რეალურად საკმაოდ კომპლექსურია, რობოტებისთვის ხშირად რთულად ასათვისებელია. როდესაც მეცნიერები რობოტებს მსგავსი სინქრონიზაციის შესასრულებლად ავარჯიშებენ, ძირითადად არ გამოსდით.

თუმცა, მკვლევრებმა შექმნეს რობოტი თევზების წყალქვეშა გუნდი, რომელიც შვიდი რობოტისგან შედგება და მათ წრეზე ცურვა ისე შეუძლიათ, რომ ერთმანეთს არ ეჯახებიან.

მსგავსი რობოტების უმეტესობის მოძრაობის კორდინაცია ცენტრალიზებული კომპიუტერიდან ხდება — ისე როგორც GPS სისტემა ეუბნება რობოტებს, თუ საით უნდა წავიდნენ და როგორ იმოძრაონ. თუმცა, მკვლევრებს უნდოდათ, რომ რობოტებს მოძრაობის კონტროლი ცენტრალიზებული სისტემის გარეშე, თავად შესძლებოდათ.

თევზების სინქრონული ცურვის ორი მეთოდით (ბიოლუმინესცენცია და მხედველობა) შთაგონებულმა მეცნიერებმა, შექმნეს რობოტი თევზები, რომლებსაც ორი ფართოკუთხოვანი კამერა "თვალებში" დაუმაგრეს.

ამასთან, მათ შეიმუშავეს სპეციალური ალგორითმები, რომლებიც რობოტი თევზების კოლექტიური ქცევის კოორდინაციაზე ზრუნავენ.

დაახლოებით ერთ წლიანი ტესტირების შემდეგ, რობოტმა თევზებმა კორდინირებული მოძრაობა შეძლეს.

"ეს არის ერთ-ერთი პირველი წყალქვეშა რობოტების ჯგუფი, რომელსაც კოორდინაცია ცენტრალიზებული კომპიუტერის გარეშე შეუძლია." — განაცხადეს მკვლევრებმა.

თუმცა, სანამ "თევზები" ღია ოკეანეში გაემგზავრებიან, მეცნიერები რობოტების გამოკვლევას კიდევ აპირებენ. როგორც მკვლევრები აცხადებენ — "გაკვეთილები ჯერ არ დასრულებულა.”

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.