აშშ-ში ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ოთხი წლის შემდეგ ევროპას თეთრ სახლში მეგობარი ჰყავს.

"ეს ახალი განთიადია ამერიკაში ის მომენტია, რომელსაც ამდენხანს ველოდით. ამერიკის შეერთებული შტატები დაბრუნდა და ევროპა მზადაა გაერთიანდეს ძველ და სანდო პარტნიორთან, რათა ახალი სიცოცხლე შთაბეროს ჩვენ ალიანსს", — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხი წლის განმვალობაში ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ძლიერ დაზარალდა.

რამდენიმე საათში ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისის თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგებიან. ინაუგურაციის ცერემონიას პანდემიისა და უსაფრთხოების გამო სტუმრების შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

ღონისძიებაზე არ იქნება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან უკვე დატოვა თეთრი სახლი და ენდრიუსის ბაზისკენ გაემგზავრა, სადაც გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართება. ამის შემდეგ ის ფლორიდაში გაფრინდება.