მაია ენჯელოუმ ბარაკ ობამასგან თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო, ეროვნული ხელოვნების მედალი კი ბილ კლინტონისგან. ახლა ამერიკელი პოეტი ნაკლებ ოფიციალური პატივის ღირსი გახდა — სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Mattel-მა მისი სახელობის ბარბის თოჯინა შექმნა.

ახალ თოჯინას ენჯელოუს მსგავსი გარეგნობა და თავსაბურავი აქვს, ასევე სამკაული და ყვავილებიანი კაბა, რომელიც თოჯინის მომრგვალებულ ფორმებს შემოსავს. ბარბი შთამაგონებელი ქალების სერიის ნაწილია, რომელიც როზა პარკსის და ფრიდა კალოს თოჯინებსაც მოიცავს.

Mattel-ის განცხადებით ენჯელოუს თოჯინა სერიის იდეას შეესაბამება, რადგან ბარბების ეს ხაზი იმ ქალებს მიაგებს პატივს, რომლებიც "რისკებს არ უშინდებოდნენ, დამკვიდრებულ წესებს ცვლიდნენ და გოგოების მრავალი თაობისთვის ოცნებებისკენ მიმავალი გზა გაკვალეს".

ბარბის თოჯინა მწერლის 1969 წელს დაწერილ ნაწარმოებს — ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ეძღვნება.

ენჯელოუს ვაჟმა, გაი ჯონსონმა განაცხადა, რომ ბარბის ფიგურის შექმნით გახარებულია და იმედოვნებს, რომ თოჯინა "შთააგონებს მასწავლებელთა, მწერალთა და აქტივისტთა ახალ თაობებს".

"დედაჩემი პიონერი და სამართლიანობის იდეით ანთებული აქტივისტი იყო. ქმედებებით და სიტყვებით მსოფლიოს ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებთან ურყევი კავშირის დამყარება შეძლო. ის ხშირად ამბობდა 'შავკანიანის პერსპექტივიდან ვწერ, მაგრამ ყოველი ადამიანის გულს ვუმიზნებ", — განაცხადა ჯონსონმა.

Mattel-ის თქმით, თოჯინების ნახევარზე მეტი ფერადკანიანი საერთაშორისო გავლენის ქალების ინსპირაციით შეიქმნება.

მწერლის თოჯინა $30 ეღირება.

ფოტო: Mattel